აშშ-ში, ფედერალურ შენობებზე კორონავირუსის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის ნიშნად დროშებს დაუშვებენ

აშშ-ის ფედერალური მთავრობის შენობებსა და ეროვნულ ძეგლებზე კორონავირუსის მსხვერპლთა პატივისცემის გამოსახატად დროშებს დაუშვებენ,- ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრეზიდენტის ინფორმაციით, დროშები სამი დღის განმავლობაში იქნება დაშვებული.

„ყველა ფედერალურ შენობასა და ეროვნულ ძეგლზე სამი დღის განმავლობაში დროშებს დავუშვებ იმ ამერიკელების ხსოვნის ნიშნად, რომლებიც კორონავირუსს შეეწირნენ,“- წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსს 96 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა