ნათია თურნავას განცხადებით, პირველ კვარტალში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა 3-ჯერ გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხა სამჯერ გაიზარდა. როგორც მინისტრმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საუბრისას განაცხადა, 2020 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი 60 მილიონი ლარია.

„ქონების პრივატიზაციის ტემპებს თუ შევხედავთ, იმდენად მოთხოვნადი იყო და იმდენად სწრაფად გაიყიდა ობიექტები იმ სიიდან, რასაც მუდმივად ვაახლებდით, რომ პრაქტიკულად წელს 2020 წლის პირველ კვარტალში, სამჯერ და მეტად მაღალი შემოსავალი გვქონდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის პირველ კვარტალში თანხის მაჩვენებელმა თითქმის 60 მილიონი ლარი შეადგინა, როცა 2019 წელს ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 20 მილიონ ლარამდე იყო. ასევე აქტიურად ვაგრძელებთ წიაღის აუქციონებს,“- აღნიშნავს ნათია თურნავა. მინისტრის თქმით, მართალია, კორონავირუსის ფონზე ბიზნეს აქტივობა შედარებით შენელდა, მაგრამ დაჩქარებული ტემპებით გააქტიურდება, როგორც პრივატიზების, ასევე წიაღის ლიცენზიების აუქციონებიც.

„მით უფრო, რომ განახლებულ საინვესტიციო სტრატეგიაში აქცენტს ვაკეთებთ ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ წახალისებასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაზე სხვადასხვა დარგში, მათ შორის იქნება საშენ მასალათა ინდუსტრია (ქართული კერამიკა, ცემენტისა და კლინკერის წარმოება, მოსაპირკეთებელი მასალები და სხვა მრავალი სახეობის პროდუქცია), სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება და კვების ინდუსტრია, მანქანათმშენებლობა (დანადგარები და მათი ნაწილები), საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება და სხვა მრავალი დარგი. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულ ობიექტებზე, რომელიც წინა პერიოდში რამდენჯერმე იყო გამოტანილი აუქციონზე და ვერ გაიყიდა, შესაძლოა, ფასები შევამციროთ მსოფლიოში არსებული რეცესიიდან და დეველოპმენტის ბაზარზე შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე. რაც შეხება მსხვილ ობიექტებს, ვფიქრობთ, მსგავსი უნიკალური ობიექტების საპრივატიზაციოდ გამოსატანად უახლოესი თვეები საუკეთესო პერიოდი არ იქნება,“- აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.

ნათია თურნავას განცხადებით, მასობრივი პრივატიზაცია პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ აქტიურად გაგრძელდება და საპრივატიზაციო პირობებიც ვითარების ადეკვატური გახდება.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო