გიორგი გახარია ამირან გამყრელიძესა და ეკატერინე ტიკარაძეს - მინდა გთხოვოთ, მედიასთან იყოთ უაღრესად მკაცრი - მათ უნდა ავუხსნათ, რა ხდება რეგიონში და რა იყო წარმატების მიზეზი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მთავრობის მეთაურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძესა და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს თხოვნით მიმართა, რომ მედიასთან უფრო მკაცრი იყვნენ და დეტალურად აუხსნან, თუ რა იყო კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატების მიზეზი.

„ბატონო ამირან, ასევე ქალბატონო ეკა, მინდა გთხოვოთ, რომ დღეს მედიასთან იყოთ უაღრესად მკაცრი. პირველი, უნდა ავუხსნათ, რა ხდება რეგიონში. მეორე, უნდა ავუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი და მესამე, უნდა ავუხსნათ, რომ თუ ეს ინსტრუმენტები ხელში არ დაგვრჩა, რთული იქნება და მეოთხე, გამოდის, რომ მესამე ფრონტი დაგვემატა. რაც გუშინ ხდებოდა, ჩვეულებრივი ცირკი იყო,“ - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება შეზღუდვებს, მისივე ინფორმაციით, შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე, ასევე, ადგილზე მომსახურებით რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებზე.

„ჩვენ დღეს ფაქტობრივად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საგანგებო მდგომარეობა და „კომენდანტის საათი“ უქმდება. გარდა ამისა, მანქანაში სამ პირზე შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებში რჩება. გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხოლოდ და მხოლოდ ორ სოფელში დარჩება - მუშევანსა და გეტაში. შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე. ადგილზე მომსახურებით რესტორნები ვერ იმუშავებს. სავაჭრო ცენტრები, „მოლებს“ ვგულისხმობ, დახურული რჩება“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა