არჩილ თალაკვაძე - მანიპულაცია, თითქოს ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა უპასუხისმგებლოა

მანიპულაცია, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ამოცანები და პასუხისმგებლობები რჩება.

„გუშინ დაინახა საზოგადოებამ, რომ მნიშნელოვანია, საფრთხეს ვუპასუხოთ ადეკვატურად. არ არის ისე, რომ ყველაფერი მოიხსნას და მანიპულაცია, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, გავიმარჯვეთ, პანდემია აღარ არსებობს და ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ, ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა. ჩვენ გვრჩება ამოცანები და პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ შევასრულებთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი