ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ წელს ეკოსკოლების საერთაშორისო პროექტის ქართულ ანალოგს წარადგენს

22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა და ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, საქართველოს სახელით უერთდება ამ დღეს და ბუნების დაცვის, გაფრთხილების კუთხით მუშაობას და ადამიანების ამ თემის ირგვლივ გაერთიანებას კვლავაც აქტიურად განაგრძობს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა და აქტივობები, რომელიც საშუალებას იძლევა ცოდნის გაღრმავებით და საკითხის სწორი გააზრებით მეტი ადამიანი ჩაერთოს გარემოსდაცვით აქტივობებში და ბუნების დაცვა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქციოს.

„ამ დღისადმი მიძღვნილი სლოგანიც ხაზს უსვამს ამ პრობლემის გადაჭრის უმთავრეს საკითხებს; ვიყოთ ერთიანები, გავიაზროთ საერთო საფრთხე და ვიპოვოთ გამოსავალი. სწორედ ასეთი მიდგომა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება შექნის უკეთეს გარემოს მომავალი თაობისთვის და უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობას. 2020 წელი სწორედ ამ გარდატეხების პერიოდად შეიძლება იქცეს და ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ სწორედ 2020 წელს წარადგენს ეკოსკოლების საერთაშორისო პროექტის ქართულ ანალოგს, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მათი ოჯახის წევრები უფრო მეტად დაუახლოვდებიან გარემოსდაცვითი პრობლემების საკითხებს და მათ გადაწყვეტაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა