ნათია თურნავა - რაჭის ჰესი დღევანდელი სახით სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის და მოსახლეობისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რაჭის ჰესი დღევანდელი სახით სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის და მოსახლეობისთვის.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ თემებთან დაკავშირებით, ოპოზიცია ან საქმის კურსში არ არის მათსა და მოსახლეობის შორის კომუნიკაციაზე, ან განზრახ ამახინჯებს უბრალოდ ამ პროცესებს.

„რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, ესეც საჯარო განხილვების შედეგია და ეს ნამდვილად არ მომხდარა ერთ დღეში და საგანგებო ვითარებაში. მრავალწლიანი პროცესია, თუნდაც ონის ჰესების კასკადი, 2017 წლიდან მოყოლებული. პირიქით, მისასალმებელია, რომ მიუხედავად პანდემიისა და საგანგებო ვითარებისა, შესაძლებელია არ შეფერხდეს ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, პირიქით, მივიღოთ სხვადასხვა საინვესტიციო გადაწყვეტილებები და პროექტები გაგრძელდეს. ეს ეხება ჰიდროელექტროსადგურებს, როგორც ონსა, ნამახვანს, რომლის მშენებლობაც დღე-დღეზე დაიწყება, ეს ეხება ფოთის პორტის პროექტს. ეს წინაპირობაა იმის, რომ მიუხედავა იმისა, რომ წელს ჩვენ ეკონომიკური კლება გვექნება, 2021 წელს გვექნება ზრდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ჩვენი ეკონომიკური წინსვლა და ეს არავის არ უნდა აღიზიანებდეს.

რაც შეეხება რაჭის ჰესს, დღევანდელი სახით ეს პროექტი სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის, მოსახლეობისთვის. ეს აღარ არის მაღალ კაშხლიანი ჰესი, ეს აღარ არის ჰესი დიდი წყალსაცავით. ყველას მოვუწოდებ ცოტა უფრო პროფესიონალი იყოს თავიანთ ხედვებსა და გამონათქვამებში და ჩახედონ დოკუმენტებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა