გიგი წერეთელი - ამ ტიპით და ამგვარად შეზღუდვების კანონის მიღებას, სწორად არ ვთვლით

საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, შეზღუდვების კანონპროექტში არ წერია ყველაზე მთავარი, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები წყდებოდეს პარლამენტში და პარლამენტის ნებართვით.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქედან გამომდინარე, "ევროპული საქართველო" ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ხედავს.

"მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენით ცვლილებები შევიდა, ოპოზიციამ, მათ შორის "ევროპულმა საქართველომ" ძალიან იაქტიურა, იყო სახალხო დამცველთან კონსულტაციები, გარკვეული პუნქტები შეცვლილია, ასევე არის ვადა, მაგრამ მთლიანობაში, ყველაზე მთავარი საკითხი, ამგვარი შეზღუდვები, რომელიც ეხება კონსტიტუციურ უფლებებს, ხშირ შემთხვევაში წყდებოდეს პარლამენტში, პარლამენტის ზედამხედველობით და უშუალოდ პარლამენტში ხდებოდეს ამ საკითხის განხილვაც და გადაწყვეტაც პარლამენტის ნებართვით, ეს არ არის ასახული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქ დისკუსიაში მონაწილეობა არ ღირს და შესაბამისად, არ ვთვლით სწორად ამ ტიპით და ამგვარად ამ კანონის მიღებას", - განაცხადა წერეთელმა.

რაც შეეხება პრეზიდენტისთვის ვეტოს დადების თხოვნით მიმართვას, წერეთელი აცხადებს, რომ ამას აზრი არ აქვს. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში დავამ შესაძლოა, შედეგი გამოიღოს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი