დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება შესაძლოა, სხვა ქვეყნებმაც გამოიყენონ

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება შესაძლოა, სხვა ქვეყნებმაც გამოიყენონ.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად კვლევას იწყებს, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი, რა იყო ნაკლოვანი მხარეები, რა იყო ის უპირატესობა და შესაძლებლობები, რომელიც კრიზისის დროს სახელმწიფომ გამოიყენა.

„ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ პროგრამა - დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა. გამოვაცხადეთ საგრანტო კონკურსი და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში იმისთვის, რომ თავად განსაზღვრონ ის პრიორიტეტები, რაც აუცილებელია პანდემიის შემდგომ კრიზისულ პერიოდში ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამასთან, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, რაც შევიძინეთ კრიზისის პერიოდში ორი მიმართულებით - მოქალაქეების ეტაპობრივი დაბრუნება და მათთვის ადგილზე დახმარება, ჩვენ შესაბამის კომპეტენტურ ორგანიზაციებთან ერთად ვიწყებთ კვლევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და რა იყო ნაკლოვანი მხარეები, რა იყო ის უპირატესობა და შესაძლებლობები, რომელიც კრიზისის დროს სახელმწიფომ გამოიყენა. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს ეს უაღრესად პოზიტიური შესაძლებლობა იყოს გაანალიზებული, განზოგადებული და ჩვენ ამ ინიციატივით წარვსდგებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომ ჩვენი გამოცდილება იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნების მხრიდან მსგავსი კრიზისული სიტუაციების დროს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი