„ლელო საქართველოსთვის“ შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - უნდა მივიღოთ შეჯერებული კანონპროექტი, რომელიც დამუშავდება ექიმების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წრეში

,,ლელო საქართველოსათვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, არაკონსტიტუციური ცვლილებები არ მიიღოს. პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების განცხადებით, „ქართული ოცნება“ აპირებს, კანონში შეიტანოს ცვლილებები, რომელთა თანახმად მთავრობას შეეძლება, პარლამენტის გარეშე შეზღუდოს მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობისა და სხვა უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებები. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას განცხადებით, კანონში მსგავსი ცვლილებები ამხნევებს ხელისუფლებას, რომელსაც კურსი ავტორიტარული მმართველობისაკენ აქვს აღებული.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის გაფრთხილება საგანგებო მდგომარეობის და მისი ღონისძიებების შესახებ. ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს. ჩვენ უნდა მივიღოთ შეჯერებული კანონპროექტი, რომელიც დამუშავდება ექიმების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წრეში,“ - განაცხადა ლანა გალდავამ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტით მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტის თანახმად, ამ შემზღუდავი ღონიძიებების გატარება დროებით იქნება შესაძლებელი და არა - უვადოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა