ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პრეზიდენტს მიმართავს, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მას ვეტო დაადოს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ფრაქციის სახელით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იგზავნება წერილი თხოვნით, რომ შეზღუდვების შესახებ კანონს მიღების შემთხვევაში, მას ვეტო დაედოს.

„ყველას მოგიწოდებთ, რომ არ დაუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ჩვენი ფრაქციის სახელით გამზადებულია და უკვე იგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი თხოვნით იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კანონს დაედოს ვეტო, სავარაუდოდ თქვენ მიღებას აპირებთ, როგორც ვხედავ,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ამ წუთებში პარლამენტში „საზოგადობრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა