ნაზი ჯანეზაშვილი - რატომ დაინიშნა ნინო მამულაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მეუღლე პარლამენტის წევრი გახდა?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილის მეუღლე ნინო მამულაშვილი უვადოდ დანიშნა მოსამართლის თანამდებობაზე, რასთან დაკავშირებითაც კითხვები რჩება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, მამულაშვილთან დაკავშირებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ვიდრე მოსამართლე გახდებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 3-ჯერ მონაწილეობდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამივეჯერ უარი უთხრა მას მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე.

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილი გახდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, რამდენიმე თვეში ნინო მამულაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მოიპოვა და მეოთხე მცდელობის შემდეგ გახდა მოსამართლე. ცხადია, ეს გარემოება აჩენს კითხვას, რატომ დაინიშნა ნინო მამულაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მეუღლე გახდა საქართაველოს პარლამენტის წევრი და ამძაფრებს ეჭვებს დავით მათიკაშვილის კავშირზე სასამართლოს ე.წ. "კლანთან".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, მოსამართლეთა დანიშვნის თვალსაზრისით, დიდი ხანია კრიტიკის და განხილვის საგანია. ცხადია, ასეთი შემთხვევები არსებულ ეჭვებს საბჭოს გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამძაფრებს. სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომელიც დღეისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს სისტემაში არსებული ნაკლოვანებების, გალავნიანი ჯგუფის და პოლიტიკური აფილაციების გამო. სასამართლოს დამოუკიდებლობა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობით იწყება. თუ არ არის ინდივიდუალური მოსამართლე დამოუკიდებელი, კომპეტენტური და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, ის ვერასოდეს იქნება მთლიანად სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტი, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, ნინო მამულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა 2017 წლის 25 მაისიდან, რომელიც სამი წლის გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული. დღეს კი ის იუსტიციის საბჭომ ამავე სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა