ილიაუნის მედიცინის სკოლა ონლაინდისკუსიას თემაზე: „დისტანციური სწავლება – ცვლილებები სამედიცინო განათლების მენეჯმენტში“ უმასპინძლებს

24 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა ონლაინდისკუსიას უმასპინძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ილიაუნიდან“ აცნობეს, ონლაინდისკუსიის თემა იქნება: „დისტანციური სწავლება – ცვლილებები სამედიცინო განათლების მენეჯმენტში“.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა წარიმართება პანელური დისკუსიის ფორმატში და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და მედიცინის სკოლების წარმომადგენლები. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი ივანე აბიათარი.

ონლაინდისკუსია წარიმართება ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის ფეისბუქის გვერდზე, ფეისბუქლაივის მეშვეობით.

„სადისკუსიო თემები და სპიკერები: პანელი 1: დისტანციური სამედიცინო სწავლების უცხოური გამოცდილება. სპიკერი: ორიტ კოენ კასტელი – მედიცინის დოქტორი, პირველადი ჯანდაცვის რგოლის კლინიკის ხელმძღვანელი, ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (TECHNION) საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჰაიფას უნივერსიტეტის საექთნო დეპარტამენტის უფროსი ლექტორი, ისრაელი. თემა: „დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი გამოცდილება“. სპიკერი: ქეთი ფხალაძე, რურის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, წმ. ჯოზეფის საავადმყოფოს თანამშრომელი, ბოხუმი, გერმანია. თემა: „ცვლილებები სასწავლო პროცესში და სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები“.

პანელი 2: სტუდენტთა და ლექტორთა მხარდამჭერი ღონისძებები დისტანციური სწავლებისას. სპიკერი: ჯანა ჯავახიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი. თემა: „დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სტრესი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“. სპიკერი: ნონა ზუმბაძე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. თემა: „დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული მატერიალურ-ტექნიკური გამოწვევები და საჭირო რესურსები. ლექტორთა და სტუდენტთა მხარდაჭერა“. სპიკერი: ნინო შიუკაშვილი – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. თემა: „ეფექტური სწავლების მეთოდები დისტანციურ განათლებაში“.

პანელი 3: დისტანციურად წარმართული სასწავლო პროცესის გამოწვევები –მართვა/კონტროლი/მონიტორინგი. სპიკერი: ლალი მეკოკიშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. თემა: „საგამოცდო ტესტების ვალიდაცია“. სპიკერი: ელენე ჟურავლიოვა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. თემა: „ეთიკის საკითხები დისტანციური სწავლებისას და შეფასებისას; უფლება-მოვალეობები და რეგულირება“ სპიკერი: გაიანე სიმონია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: „სწავლებისა და სწავლის ხარისხის უზრუნველყოფის გამოწვევები დისტანციური სწავლებისას“ .

პანელი 4: საინიციატივო საკითხებზე მსჯელობა; სამუშაო ჯგუფ(ებ)ის ფორმირების პერსპექტივა სპიკერი: გიორგი ცხვედიანი – ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე- რექტორი. თემები: „სასწავლო კურსების კლინიკური კომპონენტის მიმდინარე და საგამოცდო შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მისი შესაბამისობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესთან“; „სამედიცინო პორტოფოლიოს შეფასებისა და კვალიფიკაციის მინიჭებისას გათვალისწინების სამართლებრივი რეგულირების საკითხი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრების კრედიტებით გაანგარიშების წესთან მიმართებით,“ - ნათქვამია „ილიაუნის“ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა