ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პატიმრებზე გამოსცადონ

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემუშავდება, ის პატიმრებზე გამოსცადონ. მისი თქმით, ვაქცინაცია პატიმრებში ნებაყოფლობითი უნდა იყოს და თუ პატიმრები დათანხმდებიან, მათ სასჯელის ვადა ორჯერ უნდა შეუმცირდეთ.

„თუ მე პრეზიდენტის პოსტს მომცემთ 2024 წელს, მეც მზად ვარ ჩემზე ნებიმისმიერი მედიკამენტი გამოსცადოთ“,-განაცხადა ჟირინოვსკიმ.

რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სარგებლის სანაცვლოდ ვაქცინიზაციას ათასობით ადამიანი დათანხმდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 14 ვაქცინა მუშავდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე