თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებთან მუდმივ კონტაქტზე არიან და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შეამოწმებენ, ვირუსისგან რაიმე კვალი ხომ არ დარჩა

მსოფლიოში გამოჩნდა მონაცემები იმის შესახებ, რომ კოვიდ 19 არ არის ჩვეულებრივი ვირუსი, საკმაოდ ვერაგი ვირუსია. მან შესაძლოა ორგანიზმში დატოვოს გარკვეული ცვლილებები, რომელმაც შემდგომში შეიძლება თავი იჩინოს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, მსოფლიოს მედიკოსები ამ საკითხსაც აკვირდებიან, თუმცა ჯერ საკმარისი დრო არ არის გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს.

„მსოფლიოში გამოჩნდა მონაცემები იმის შესახებ, რომ კოვიდ19 არ არის ჩვეულებრივი ვირუსი, საკმაოდ ვერაგი ვირუსია, ის არ არის ისეთი უბრალო, როგორც ვთქვათ გრიპის ვირუსი. მან შესაძლოა, ორგანიზმში დატოვოს გარკვეული ცვლილებები, რომელმაც შემდგომში შეიძლება თავი იჩინოს. ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია, რომ შესაძლოა, კოვიდის კვალი რჩება ფილტვებში, გულ-სისხლძარღვთა სისტემაში და სხვ. ამ საკითხს აკვირდებიან. ჯერ 2-3 თვეა გასული და არ არის საკმარისი დრო, რომ ამისთვის დასკვნები გააკეთო. ამ მიმართულებით სპეციალისტების ყურადღებაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ გარკვეული დროის წინ, აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება, კოვიდგადატანილი ახალგაზრდები არ იქნან გაწვეული სამხედრო სამსახურში. ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იყო. შემდეგ ეს გააპროტესტეს ახალგაზრდებმა, რადგან საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გადაიტანა ამერიკაში ეს ვირუსი და მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც უნდა სამხედრო სამსახურში წასვლა. მთავრობამ დაიხია უკან, დაახლოებით, 24 საათის წინ შეცვალა გადაწყვეტილება და ახლა ასეთი გადაწყვეტილებაა, რომ კოვიდგადატანილი ადამიანების სამხედრო სამსახურში წაყვანა უნდა გადაწყდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად. ანუ სამხედრო სამსახურში წასვლის მსურველი უნდა შემოწმდეს ძალიან სკრუპულოზულად და ამის მიხედვით უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, საქართველოშიც იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა, ცერცვაძემ უპასუხა, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან და ასევე გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათი შემოწმება მოხდება, რაიმე კვალი ხომ არ დარჩა.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ გაჯანმრთელებულ პაციენტებზე ჩავატაროთ კვლევა, როგორი იქნება ამ დაავადების ე.წ. long term, ანუ გრძელვადიანი შედეგები. ყველა გაწერილ პიროვნებასთან გვაქვს კონტაქტი და მათ ვეუბნებით, რომ თუ რამე სიმპტომი შეამჩნიეს, თუნდაც ისეთი, რომელიც მათი აზრით, არ არის დაკავშირებული კოვიდ 19-თან, მაინც უნდა მოგვმართონ და ჩვენ შევამოწმებთ, ხომ არ არის ეს გადატანილ დაავადებასთან დაკავშირებული. ასევე, გარკვეული დროის შემდეგ, იქნება ეს 6 თვე თუ 1 წელი, ჩვენ მათ გამოვიძახებთ და შევამოწმებთ, რამე კვალი ხომ არ დარჩა. საბედნიეროდ, ჩვენთან ჯერ არცერთ გაჯანმრთელებულ პაციენტს არ მოუმართავს რაიმე ჩივილით,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა