ვატიკანის მუზეუმი პირველი ივნისიდან გაიხსნება

ვატიკანის ცნობილი მუზეუმი პირველი ივნისიდან გაიხსნება. ინფორმაციას ოფიციალური ვატიკანი ადასტურებს. მუზეუმი სტუმრებს გარკვეული რეგულაციების დაცვით მიიღებს. მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, შენობაში ვიზიტორებს მხოლოდ ონლაინ დაჯავშნის შემდეგ მიიღებენ, რათა დამთვალიერებლების რიცხვი და ნაკადი აკონტროლონ.

მუზეუმში შესვლამდე ვიზიტორებს, რომლებსაც პირბადეების ტარება მოეთხოვებათ, ტემპერატურას გაუზომავენ და ხელის დეზინფექციას ჩაუტარებენ. მუზეუმის თანამშრომლები კი ასევე ატარებენ პირბადეებსა და ხელთათმანებს. საჭიროების შემთხვევაში მუზეუმში სამედიცინო დახმარების ჯგუფი იქნება. მანამდე მუზეუმში სრული დეზინფექცია ჩატარდა.

იტალიაში, 8 მარტიდან დახურული მუზეუმების გახსნა 18 მაისიდან დაიწყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა