ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 965 ადამიანი დაიღუპა და 16 508 - დაინფიცირდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 965 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 22 013-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 16 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 347 398-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად იქცა და სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბრაზილიაში.

იხილეთ ვიდეო: ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 965 ადამიანი დაიღუპა და 16 508 - დაინფიცირდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა