სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი დაიღუპა

სომხეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6661-ს მიაღწია. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 81 შეადგინა.

ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსისგან 3 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 3516-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: სომხეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე, კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა