ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ 2 000 „თალიბი“ პატიმრის გათავისუფლების პროცესი დაჩქარდება.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება თალიბების გათავისუფლების შესახებ „კეთილშობილური ჟესტია“, რომელიც სამშვიდობო პროცესს შეუწყობს ხელს.
„თალიბანმა“ აშრაფ ღანის გადაწყვეტილება „კარგ ნაბიჯად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-თან მიღწეული შეთანხმება 5 000 პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, გუშინ დაჯგუფება “თალიბანის“ პრეს-სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომმათ ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. „ყველა მებრძოლმა მიიღო დავალება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მტრის წინააღმდეგ თავდასხმითი ოპერაცია არ განახორციელოს,“ - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.