ლატვიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარიშნი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლატვიის მთავრობისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვიდეო-მიმართვა მომზადდა, სადაც ლატვიის მთავრობის მეთაური ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთმხარდაჭერასა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას.

"მე, ჩემი მთავრობა და ჩემი ქვეყანა გულწრფელად ვულოცავთ ქართველებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ლატვიასა და საქართველოს მრავალწლიანი მჭიდრო და თბილი ურთიერთობა აკავშირებს. მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. დღეგრძელობა საქართველოს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სრულიად საქართველოს მცხოვრებლებს"- აცხადებს კრიშიანის კარიშნი.

ამავე ვიდეო-რგოლში ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხო მიმართვა, სადაც დავით ზალკალიანი მადლობას უხდის ლატვიას საქართველოს მხარდაჭერისთვის.

"დიდი მადლობა ლატვიის რესპუბლიკას მეგობრობისა და მხარში დგომისთვის! ლატვიელ და ქართველ ხალხს გვაკავშირებს დიდი სიყვარული და მეგობრობა. ჩვენ ერთად ვიბრძოდით თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და კარგად ვიცით მისი ფასი! ამ პროცესში ერთმანეთის თანადგომა მნიშვნელოვანია"- აცხადებს დავით ზალკალიანი.

ლატვიელ და ქართველ ხალხს ასევე მიმართავს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა