ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს. საკუთარი გეგმების შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, პარტია, რომელსაც ქმნის, პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.

"დღეს, 2020 წლის 26 მაისია და ახლა ამ წუთას და ამ წამს, ჩემს საჯარო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წამებია: მე, ალეკო ელისაშვილმა უნდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, პოლიტიკაში მარტოდმარტო ბრძოლის შემდეგ, უნდა შევქმნა პოლიტიკური პარტია, არა უკვე არსებულ პარტიებს შორის კიდევ ერთი, დამატებითი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე წინ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, რადგან ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაა ჩემი პირველი და უკანასკნელი სურვილი.

ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აქამდე არსებული წესი ხალხზე თავზე მოჯდომის და ხალხის თავმჯდომარეობის, ხალხის სამსახურად იქცეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც აქამდე წესად იყო პოლიტიკაში, ის იყოს სამარცხვინო! არ დავუშვებთ პრივილეგიებს პოლიტიკაში, არ დავუშვებ სახელმწიფოს სახელით, ხალხის გაღატაკებას. ვქმნი პირველ პარტიას, რომლის გარჯითაც ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე თაყაიშვილი იამაყებდნენ! მერაბ კოსტავა იამაყებდა! ვქმნით პარტიას რათა თავდაუზოგავი შრომით ჩვენ ვიხილოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებელ დღეს!" - ნათქვამია ვიდეო მიმართვაში.

როგორც ალეკო ელისაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღსანიშნავია, რომ ელისაშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნაზე განაცხადი სწორედ, დამოუკიდებლობის დღეს გააკეთა, სრულიად განსხვავებული, თავისუფალი და ეროვნული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების ნიშნად.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია