გიორგი გახარია - ვირუსთან ბრძოლა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა ამ გახსნის ნაბიჯების შემდგომ, შევინარჩუნოთ ეპიდემიის გარცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე პირბადეების ტარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმ კონკრეტულ ნორმებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოლებსა და რესტორნებში, მათი ამოქმედების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

„ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირებების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ოქროს სტანდარტის. დღეს ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ, უახლოეს თვეებში და მეორე ტალღის მოლოდინში შემოდგომამდე, როგორ იმუშავებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლს. ეს ნაბიჯები ასევე მიღებულია იმ საუკეთესო და აუცილებელი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიცაა 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნა, ხოლო 1 ივლისიდან გარე ტურიზმის გახსნა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სრული აღდგენისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ვირუსთან ბრძოლა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, ორივე ფრონტზე, ჯანმრთელობის დაცვის და ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი,მათ შორის მეტრს მუშაობა აღდგება. 1 ივნისიდან ყველა სახის მაღაზია, მათ შორის მოლებიც გაიხსნება, 8 ივნისიდან კი რესტორნები და გარკვეული სასტუმროები განაახლებენ მუშაობას. 8 ივნისიდან ასევე აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა