რომან გოცირიძე - პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი

პრემიერი პარლამენტში მოვიდა ხელცარიელი და ჯიბეცარიელი. არ მოიტანა ბიუჯეტი. მისი არც ერთი სიტყვა, რაც აქ მოვისმინეთ, სანდო არ არის, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ მინისტრ-გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში.

რომან გოცირიძის თქმით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არცერთი თეთრით არ გაუწია.

„კვლავ გაუგებარია, როდის იქნება ეს ფული, რა რაოდენობის იქნება, რას აპირებს ბიზნესთან დაკავშირებით. არცერთ სიტყვაზე არ უნდა ვენდოთ, სანამ არ შემოვა ბიუჯეტი. ყველაზე მთავარი, როდესაც პანდემიის პერიოდში ამბობდნენ, რომ კორონავირუსი ყველაზე მეტად ვნებს იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი და ვისაც ახლავს სხვა დაავადებები, ზუსტად ასეთ ვითარებაში იმყოფება საქართველოს ეკონომიკა. საქართველოს ეკონომიკა ვირუსს შეხვდა იმუნიტეტის გარეშე და თანმდევი, მრავალი დაავადებით. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საკრედიტო სააგენტოს კვლევა, ჩატარდა 63 ქვეყანაში და პანდემიის პერიოდში ეკონომიკური რისკების მიხედვით ყველაზე ცუდ, 63-ე ადგილზე აღმოჩნდა საქართველო. 62-ე არის თურქეთი, 61-ე არის არგენტინა. ყველაზე მოწყვლადი, სარისკო პანდემიის დროს, ყველაზე სუსტი და მოუმზადებელი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკა. ანუ პანდემიას ქვეყანა შეხვდა ეკონომიკურად მოუმზადებელი. ეს არის სამწუხარო სურათი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ წუთებში, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია COVID19-ის პრევენციისთვის მთავრობიის მიერ განცორცილებულ ქმედებებზე პარლამენტში ანგარიშს წარადგენს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა