გიორგი გახარიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, ფინანსურ დახმარებას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

„ამის შესახებ ქალბატონ მინისტრთან უკვე ვისაუბრე. სამედიცინო პერსონალს, რომელიც განსაკუთრებით კოვიდთან ბრძოლაშია ჩართული, ფინანსური დახმარებისა და წახალისების ელემენტები აუცილებლად სჭირდება და ეს იქნება განხორციელებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა