ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს და ყველა იმ ადამიანის ინტერესებს დავიცავ, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათი ხმით ვისაუბრებ უკვე სხვა დიპლომატიური ტრიბუნიდან

საქართველოს ინტერესებს, თითოეულ იმ ადამიანის ინტერესებს დავიცავ, რომელთაც პირადად ვიცნობ და ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე: გალში, ახალგორში, გამყოფ ხაზებთან, მათი ხმით ვისაუბრებ უკვე სხვა დიპლომატიური ტრიბუნიდან , - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიაში ელჩად დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრის რანგში 15 ივნისამდე იქნება.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მინისტროს თანამდებობა მისთვის საპასუხისმგებლო პოზიცია და უდიდესი გამოცდილება იყო.

„ფაქტობრივად, უკვე 4 წელია მე ამ პოზიციაზე ვიმყოფები, მანამდე კიდევ 4 წელი იგივე სამინისტროში პირველი მოადგილის ფუნქციებს ვასრულებდი. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლოა ეს პოზიცია და უდიდესი გამოცდილებაა მართლაც და პატივი, რომ ემსახურო შენს ქვეყანას ისეთ სფეროებში, რომლებიც ეხება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას და თითოეულ ადამიანს, რომელიც არის კონფლიქტით დაზარალებული. მე ამ დღეებშიც ვახორციელებ ჩემს საქმიანობას და ყოველი დღე გარწმუნებთ, რომ იქნება ამ მიმართულებით გამოყენებული. ახლა გვაქვს მაგალითად კამპანია გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების, რომელიც ასევე დაზარალდა კოვიდით, ისევე როგორც ყველა. ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი არიან სწორედ მავთულხლართების პირისპირ და ჩვენ ძალიან ბევრგან დუშეთში, შიდა ქართლში, გუშინწინ გახლდით პერევში, ვგეგმავთ ასევე სამეგრელოში, მთელ ამ პერიმეტრზე მოვიცვათ ყველა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც განსაკუთრებით უჭირთ და გვერდით დავუდგეთ მათ. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ხორციელდება ბორდერიზაცია. ეს საკითხები იქნება ჩემს ახალ მანდატშიც. ახალი მანდატი არის საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, მაგრამ ასევე იცით მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში და ვენაში სხვა აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური მანდატია მართლაც. რა თქმა უნდა, ყველა სხვა საკითხთან ერთად , იგივე ეუთოში, საქართველოს ინტერესებს, თითეული იმ ადამიანის ინტერესებს, რომელთაც პირადად ვიცნობ და ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე: გალში, ახალგორში, გამყოფ ხაზებთან, მათი ხმით ვისაუბრებ უკვე სხვა დიპლომატიური ტრიბუნიდან. რა თქმა უნდა, ერთხელ ვთქვი, სრული გულწრფელობით განვაგრძობ ჩემი ხალხის და ქვეყნის ინტერესების დაცვას”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა