გიგა ბოკერიამ თეა წულუკიანს "პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი" უწოდა და პრემიერს მიმართა,  მოხსნიდა თუ არა მას სამარცხვინო განცხადებისთვის

ბატონო გიორგი, როგორ ბრძანეთ თქვენ? - სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მეგობრები არიან და არა ოპოზიციისო, ხომ ასე ბრძანეთ? იქნებ ეგ ამბავი რომ ეგრეა, აი თქვენს გვერდზე რომ ზის, ქალბატონი ცქიტიშვილის გვერდზე პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი, ქალბატონი წულუკიანი, მაგას აუხსნათ და კიდევ ბატონ კაკულიასაც - „ეგეთი ევროპა არ გვინდაო“,- ასე მიმართა პრემიერ-მინისტრს "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, თეა წულუკიანის ციტატა წაიკითხა და პრემიერს ჰკითხა, მოხსნის თუ არა იუსტიციის მინისტრს პოსტიდან.

„მაგარი ციტატაა - თითებს ვიჭამდი ეს ორი რომ გარეთ გამოუშვეს - უგულავა და ოქრუაშვილი. ზოგი კითხულობს - რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან“ -ლელთღუნიას გულისხმობს ილია ჭავჭავაძის. ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირებს ჩვენი მეგობრების კრიტიკას, მტრული სახელმწიფოს ოკუპაციას და ილია ჭავჭავაძეს იხსენებს. ახლა შეგიძლიათ უთხრათ - გადაყენებულია თუ არა?“- განაცხადა ბოკერიამ.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ მას უპასუხა, რომ თეა წულუკიანს „დააწინაურებს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა