შალვა კიკნაველიძე პრემიერს - კარგ მენეჯერთან ერთად კარგი „ინფექციონისტი“ ხართ პოლიტიკური მიმართულებით

ბატონო გიორგი, აქამდე გიცნობდით, როგორც კარგ მენეჯერს, თუმცა, დღეს, ოპოზიციის განცხადებების შემდგომ, დავრწმუნდი, რომ მეორადი პროფესიაც გაქვთ - კარგი „ინფექციონისტი“ ხართ პოლიტიკური მიმართულებით , - ამ სიტყვებით მიმართა უმრავლესობის წევრმა, შალვა კიკნაველიძემ საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრს ანგარიშის მოსმენისას.

პლენალურ სხდომაზე ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოპოზიცია პოპულიზმში და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და ქვეყნის ეკონომიკური კუთხით განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ამ დარბაზში ნამდვილად ცხადი გახადა, თუ ვინაა ორიენტირებული საქმეზე და ვინ პოპულიზმზე. ნამდვილად ნათლად გამოჩნდა, თუ ვინაა ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე და მომავალზე და ვინ არის ორიენტირებული სიცრუის და ტყუილის ტირაჟირებაზე. ვფიქრობდი, რა ჭირდა დღეს ოპოზიციას?! ამდენი ხნის შემდეგ პარლამენტში დაბრუნება ეუცხოვათ, თუ გაერთიანებულ ოპოზიციაში საერთო მესიჯ-ბოქსის პრობლემა აქვთ?! მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეების მანძილზე, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად, ასრულებდა მოვალეობას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის დადებითი ტენდენციები, რომელიც არსებობს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ბოლო პერიოდში, ყოველდღიურ რეჟიმში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეხვედრა მქონდა ადგილობრივ ფერმერებთან და ბიზნეს სექტორთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც, ყოველდღიურად, თავისი შრომით, ქმნიან დოვლათს. ცხადია, რომ ეს ადამიანები დადებითად აფასებენ იმ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ის ხალხი დღეს გრძნობს, რომ ხელისუფლება მისი პარტნიორი და მეგობარია. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ დღეს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, დავიცვათ ადგილობრივი წარმოება, რათა შევინარჩუნოთ და შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები“ , - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია