„ევროპული სკოლა“ Microsoft-ის საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეა

„ევროპული სკოლა“ ლიდერი სკოლა ონლაინ სწავლებაში მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Microsoft-ის პარტნიორი სკოლაა, რომელსაც წვდომა აქვს უახლეს პროგრამულ სერვისებსა და პლატფორმებზე. როგორც „ინტერპრესნიუს“ „ევროპული სკოლიდან“ აცნობეს, კომპანია Microsoft-ის ორგანიზებით საერთაშორისო ღონისძიება „გაკვეთილი საზღვრების გარეშე Microsoft Teams-თან ერთად” გაიმართა, სადაც საქართველოდან „ევროპული სკოლის“ გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ონლაინ გაკვეთილის მსვლელობის დროს თითოეული ქვეყნის გუნდს უნდა წარედგინა თავისი ქვეყანა ონლაინ პრეზენტაციის სახით Microsoft Teams პროგრამაში. გაკვეთილს ესწრებოდა 118 მონაწილე: მოსწავლეები, პედაგოგები, ექსპერტები და Microsoft-ის წარმომადგენლები.

„ევროპული სკოლის“ გუნდი წარადგინა 8 მოსწავლემ დიზაინისა და რობოტიქსის პედაგოგის გურანდა გოგალაძის ხელმძღვანელობით. მსოფლიო პანდემიის დროს, ონლაინ სწავლების ეპოქაში „გაკვეთილი საზღვრების გარეშე“ წარადგინა 6-მა ქვეყანამ: Georgia - European School, Kosovo - Finish School of Kosova, Kazakhstan - Lyceum School #54, Latvia - Talsu 2nd Secondary School, Bulgaria - Hristo Smirnenski Primary School, Azerbaijan – confirmed school. კომპანია Microsoft-თან თანამშომლობა ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას ტექნოლოგიური მეცნიერების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდების პროგრესულად დანერგვას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია