ხათუნა ზახაშვილი - რეკომენდირებულია, რომ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთონ  ერთ სივრცეში მგზავრები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი მოუწოდებს კომპანიებს, იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, მუშაობა ონლაინრეჟიმში გააგრძელონ. ამის შესახებ ზახაშვილმა “ინტერპრესნიუსს” კითხვის პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა. რაც შეეხება ტრანსპორტის აღდგენას, მისივე თქმით, მათი რეკომენდაციაა, იმგვარად მოხდეს მობილიზება, რომ არ მოხდეს ბევრი მგზავრის გადაკვეთა ერთმანეთთან.

“ზოგადად, პანდემიის პროცესში, საზოგადოდ არსებული რეკომენდაციებით, ყველა იმ სამსახურებისთვის, რომლისთვისაც დასაშვებია მუშაობის რეჟიმები განხორციელდეს და გაგრძელდეს ონლაინრეჟიმში ისე, რომ ეს თუ არ აყენებს ზარალს გარკვეულ სამსახურებს, მათი მოვალეობის და ფუნქციების შესასრულებლად, რეკომენდირებულია, რომ ამავე რეჟიმში გააგრძელონ მათ მუშაობა, ან იმ თანამშრომელთა ნაწილისთვის, რომელსაც შეუძლია და მათი სამუშაო საჭიროება აძლევთ ამის შესაძლებლობას, რომ ონლაინ იმუშაონ.

რაც შეეხება ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ როგორ გაკონტროლდება ნაკადები, ამაზე მუშაობს შესაბამისი უწყებები, ეს მათი პრეროგატივაა, ჩვენი მხრივ რეკომენდირებულია, რომ მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრები ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით და კონტროლირებული იყოს ეს სიტუაცია”, - განაცხადა ზახაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი