ხათუნა ზახაშვილი - გირჩევთ, რომ ხელის სადეზინფექციო საშუალება თან იქონიოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თავშეყრის ადგილებში ადამიანებმა სადეზინფექციო საშუალებები თავად უნდა იქონიონ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის თუ არა რეკომენდაცია გაცემული საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მეტროს ვაგონებსა და ავტობუსებში) სადეზინფექციო ხსნარების დისპენსერების დამონტაჟებაზე, რამდენად აუცილებელია მსგავსი ღონისძიებების გატარება და შეამცირებს თუ არა ეს ვირუსის გავრცელების რისკს, ზახაშვილმა უპასუხა, რომ სადეზინფექციო საშუალების განლაგების ადგილები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა კონკრეტულად სად უნდა განთავსდეს ის, პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება ხშირად და შეძლებისდაგვარად დაიმუშაონ ადამიანებმა ხელები სადეზინფექციო საშუალებით და მათი განლაგების ადგილები უნდა იყოს ხელმისაწვდომი . ზუსტად სად, როდის და რა ადგილას განლაგდება, ამაზე დღეს ჩვენ პასუხი არ გვაქვს. მაგრამ თითოეულ თქვენგანს გირჩევთ, რომ ხელის სადეზინფექციო საშუალება მცირე ზომის ჩამოსხმებში არსებობს, ან შეგიძლიათ თქვენ თვითონაც დაამზადოთ 70%-იანი სპირტით და თან იქონიოთ იმ შემთხვევისთვის, თუ ჩათვლით, რომ თქვენი ხელები ამ მომენტისთვის დამუშავებას საჭიროებს“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს.

რაც შეეხება დისპენსერებს, რომელიც ჰაერში აფრქვევს ხსნარს, როგორც ზახაშვილმა აღნიშნა, ამის დამონტაჟება თავშეყრის ადგილებში რეკომენდებული არ არის.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე