პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რისკის შემცველია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკის შემცველია. ამის შესახებ იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, უნდა იყოს თუ არა ჩართული ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეებში კონდიციონერები, რა რისკი შეიძლება იყოს ასეთ დროს და როგორია რეკომენდაცია. იმნაძის თქმით, ასეთი ტიპის კონდიციონერების გამოყენება ნებადართული არ იქნება.

„ის კონდიციონერები, რომელიც ჩვენთან გამოიყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომელიც შიგნით ჰაერს ატრიალებს, მათი გამოყენება ჯერჯერობით არსებული მონაცემებით, მაღალი რიკის შემცველია. გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერჯერობით მათი გამოყენება ნებადართული არ იქნება. იყო კითხვა, რატომ შეიძლება თვითმფრინავში კონდინცირება? თვითმფრინავის სისტემებს უყენიათ ჰეპაფილტრები, სპეციალური ფილტრები, რომელიც ვირუსებს აკავებენ, ასეთი ფილტრები ლაბორატორიებში დგას, უსაფრთხოების კაბინეტებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ“,- განაცხადა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა