ამირან გამყრელიძე - დიდი ხანია მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი-არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს, ვთავაზობთ, საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოვიდნენ

უკვე 30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნული განცხადებები გარკვეული პერიოდულობით კეთდება და პოლიტიკური სარჩული აქვს. მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაციას შეუძლია, ჩამოსვლა საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში და ასეთი შეთავაზება ადრეც ყოფილა.

„დიდი ხანია, უკვე 30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და უნდა შეეგუონ ამას. რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ და ასე და ასე შემდეგ. ისევე ჩამოვა რუსი აქ , როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამოდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები. ამას არ დავუშვებთ ჩვენ , რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში“ , - აღნიშნა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა