პაატა იმნაძის განცხადებით, რესტორნებში მოინიშნება ადგილები, სადაც მაგიდები უნდა განთავსდეს, რასაც სახელმწიფო უწყებები გააკონტროლებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, რესტორნებსა და კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაციები შემუშავებულია და სახელმწიფო სამსახურები გააკონტროლებენ, რომელ რესტორანს რამდენი მაგიდის განთავსება შეეძლება.

იმნაძის თქმით, რესტორნებში მაგიდების განთავსების ადგილები იქნება მონიშნული.

„შემუშავებულია რეკომენდაციები, რა ფართობი შეიძლება, იყოს დაკავებული, როგორ უნდა იყოს დაცული დისტანცია და რაც მთავარია, რესტორნის ყველა მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ როგორც მონიშნული იყო, ვთქვათ, ეკლესიების ეზოებში, სად უნდა დამდგარიყო ადამიანი, ასე იქნება მონიშნული, სად უნდა იდგეს მაგიდა და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გააკონტროლოს შემდეგ, რადგან ეს იქნება გაკეთებული ნორმების დაცვით. როდესაც შევალთ რესტორანში, ვნახავთ რამდენად არის მაგიდა მონიშნული და მაგალითად, თუ ნახავთ, რომ ზედმეტი მაგიდა არის ჩადებული, ნუ შევალთ ასეთ რესტორანში ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი. ეს ასევე სახელმწიფო სამსახურების მხრიდანაც გაკონტროლდება, ვთქვათ რომელ რესტორანს რამდენი ადამიანის მიღება შეეძლება და რამდენი მაგიდის განლაგება შეეძლება ტერიტორიაზე“, - განაცხადა იმნაძემ.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა