რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი აშენდება

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრ ,,ჩემი მორდუს“ ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ მოაწერეს.

ცენტრი ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა - დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. ამავე სახლში მოემსახურებიან ასევე ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან. ცენტრი ფუნქციონირებას 6 თვეში შეძლებს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“, რუხში ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

დაახლოებით 6 თვეში მოეწყობა პირველი სართული, ხოლო მას შემდეგ, რაც ამბულატორიისთვის ახალი შენობა აშენდება რუხის ცენტრში, მოხდება შენობის სრული აღჭურვა.

„საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორის ნუკრი მილორავას ინფორმაციით, ეს იქნება სივრცე, სადაც თავშესაფრისა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს მოემსახურებიან და სხვადასხვა სერვისს გაუწევენ. ჯამში, ცენტრი 100 ბენეფიციარს მოემსახურება. ბენეფიციარების შერჩევა სპეციალურად შემუშავებული საჭიროებათა კითხვარის საფუძველზე მოხდება. დასაქმდება დაახლოებით 25 ადამიანი, რომლებსაც კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.

პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში განხორციელდება და მისი სერვისებით სარგებლობას აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია