თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს  3 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე ბრალდებული დ.ს. დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს, დ.ს.-მ ქ.თბილისში, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ.ს.-ს დანით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა დ.ს. 2019 წლის 8 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს