მარიამ ჯაში - მიუხედავად პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებისა, როდესაც საქართველო 89-ე ადგილზეა ჩატარებული ტესტირებების მიხედვით, ეს უკვე პრობლემაა და ისრების გადატანა ოპოზიციისკენ, უხერხულია

მიუხედავად პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებისა, ტესტირება რჩება პრობლემად. როდესაც საქართველო 89-ე ადგილზეა ჩატარებული ტესტირებების მიხედვით, ეს უკვე პრობლემაა და ისრების გადატანა ოპოზიციისკენ, ვფიქრობ უხერხულია , - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქციიდან აცნობეს, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 3 საკითხზე გაუმახვილა ყურადღება.

„თუკი შინაარსობრივად ნამდვილად გაინტერესებთ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, მზად ვართ, მარტივად აგიხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია სეროპრევალენტობის კვლევები, რომ უკეთესი პროგნოზირების და შეფასების საშუალება გვქონდეს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მეორე საკითხად მან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ გასულ კვირას მიღებულ კანონზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს იყო არაკონსტიტუციური კანონპროექტი და ეს დავალება მოდიოდა მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ უფრო პრობლემურია საპარლამენტო რესპუბლიკაში“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, პანდემიისა და ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ სახელმწიფოს წინაშე მდგარი სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები. მისი მოსაზრებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბედი არის სწორედ ერთ-ერთი ასეთი საკითხი.

„დავით გარეჯზე საპატრიარქოს 12 მარტის განცხადების შემდეგ ჩვენმა ფრაქციამ დაგეგმა საკომიტეტო მოსმენა, მაგრამ გავითვალისწინეთ პანდემია, საგანგებო სამუშაო რეჟიმი და მხოლოდ წერილობითი ფორმით შემოვიფარგლეთ, კერძოდ, 4 კონკრეტული შეკითხვით მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. კარტოგრაფიული და იურიდიული მასალების მიხედვით ყველამ ვიცით, რომ დავით გარეჯი და მიმდებარე ტერიტორია უპირობოდ არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა და კუთვნილება. ამის გარდა, 1996 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის მიღებული ხელშეკრულებით პრაქტიკულად უნდა მოხსნილიყო ნებისმიერი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ეკუთვნის თუ არა დავით გარეჯი საქართველოს. თუმცა ეს ხელშეკრულება ვერ განხორციელდა, ცნობილი არ არის ახალი შეთანხმება და გარემოებები. ასევე უცნობია, დაუყენებია თუ არა საქართველოს გაეროს ან სხვა საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული საკითხი. გვესმის, რომ აღნიშნული საკითხი არის უაღრესად ფაქიზი და მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში და მხოლოდ აკადემიურ და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გაგრძლდეს მსჯელობა “, - აღნიშნა ჯაშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა