ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, სადაც გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ახალციხის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მოადგილესთან ალექსი ზედგინიძესთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება. „ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს, წესრიგდება, როგორც ქალაქის ქუჩები, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებთან მისასვლელი გზები. ამასთან, სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება“,-განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ.

აღსანიშნავია, რომ 5 მაისიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად განახლდა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით აგრძელებენ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს