დონალდ ტრამპი - ჩინეთმა ჰონგ-კონგის თავისუფლება დაახრჩო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ჩინეთის ხელისუფლების მიერ ჰონგ-კონგისთვის ახალი უსაფრთხოების კანონის გავრცელების საპასუხოდ, ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულთან შეღავათებზე დამყარებულ ურთიერთობას შეწყვეტს. მან პეკინის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას „ტრაგედია“ უწოდა და ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს ჩარევა ჰონგ-კონგის საქმეებში.

„ჩინეთმა შეცვალა „ერთი ქვეყანა-ორი სისტემა“ „ერთი ქვეყანა-ერთი სისტემით“. ეს ტრაგედიაა ჰონგ-კონგისთვის. ჩინეთმა დაახრჩო ჰონგ-კონგის თავისუფლეება“,-აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ ვაშინგტონი გარკვეულ სანქციებს განიხილავს.

ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ნაწილი ახალ კანონებს აპროტესტებს. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰონგ-კონგში ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონის შესახებ განაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება და ექსპერტები პეკინის მცდელობებს ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში, რომელიც ჩინეთის ძირითადი ტერიტორიიდან შედარებით მეტი თავისუფლებებით სარგებლობს, ჰონგ-კონგის ავტონომიის შემცირებად აფასებენ. მათი თქმით, მსგავსი ნაბიჯებით შეთანხმებული პრინციპი, „ერთი ქვეყანა-ორი სისტემა“, ირღვევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა