თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„ვადასტურებთ, რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპერტიზა. საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან”, - აღნიშნავენ უწყებაში.

თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება სტამბოლთან ახლოს, კეიბაშის ტანსაცმლის საწარმოში მოხდა. ინციდენტის შედეგად გარდაცვლილია ორი პირი, რომლებიც აღნიშნულ ქარხანაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი 45 წლის ქართველი მამაკაცია.

იხილეთ ვიდეო: თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა