ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ კოვიდ 19-ით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტზე გართულება არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პრეპარატ „პლაქვენილით“ ნამკურნალებ, კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პაციენტზე გართულება არ დაფიქსირებულა.

მისი თქმით, „პლაქვენილით“ მკურნალობის შეჩერება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პრეპარატი დღემდე გამოიყენება სხვა ქვეყნებში.

„პლაქვენილის“ შეჩერება მოხდა გაიდლაინებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე იმიტომ, რომ დაიდო რამდენიმე კვლევა, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო, რომელიც გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“. მე ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში „პლაქვენილით“ ნამკურნალებ არც ერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა და „პლაქვენილი“ დღეს კიდევ გამოიყენება მრავალი ქვეყნის სხვადასხვა გაიდლაინებში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ „პლაქვენილი“ არის კარგად შესწავლილი პრეპარატი. ეს არ არის ახალი პრეპარატი, უბრალოდ კოვიდის დროს იქნა გამოყენებული. დაკვირვევების და ანალიზის შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა სოლიდარობის დიდ კვლევაში „პლაქვენილის“ ჩართვა. დაველოდოთ ბევრ სხვა კვლევას. ამ ეტაპზე საქართველოშიც შეჩერდა მისი დანიშვნა, მაგრამ ამ დაავადების მკურნალობა ძირითადად ეტიოლოგიური არ იყო, არც ერთ წამალს დღეს არ აქვს კორონავირუსულ ინფექციაზე პირდაპირი ზემოქმედების უნარი. ამ დაავადების მკურნალობა არის, იყო და რჩება დღეს მხოლოდ სიმპტომური და სინდრომული ანუ წინა პლანზე არის ტემპერატურის დამწევი საშუალებები, ჟანგბადის მიწოდება, რიგი კვლევები, რომლებიც ჩვენთან გამოიყენეს, სხვადასხვა მონოკლონური ანტისხეულები, გამოჯანმრთელებულთა პლაზმის გადასხმა და სხვა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე