ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა იმ ტრაილერის მძღოლის ტესტირება მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანაში შემოდის, რათა ვირუსის შესაძლო იმპორტი თავიდან იქნას აცილებული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში სახმელეთო გზებით შემოსული ყველა ტრაილერის მძღოლის სწრაფი ტესტებით ტესტირება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ქვეყანა საჭირო ტვირთით მარაგდება, თუმცა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი, რომ ინფექციის შემოსვლა თავიდან ავირიდოთ.

„29 მაისიდან დაიწყო პროცესი, ყველა ტრაილერის მძღოლის, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო გადმოსასვლელებით, ადგილზე სწრაფი ტესტებით ტესტირების. პარალელურად, დაიწყო მათი ნაცხის აღება, რომელიც ასევე სწრაფი ტესტით ისინჯება ანტიგენზე. თუ რომელიმეზე ან საეჭვო ან დადებითი პასუხია ადამიანი გადადის საკარანტინო ზონაში და იქ უტარდება PCR ტექნოლოგიით კვლევა. მაქსიმალურად გვინდა, ავიცილოთ ტრაილერების მძღოლებით შესაძლო ინფიცირების იმპორტი ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესის გაჩერება არ შეიძლება, მისით ქვეყანა მარაგდება ყველანაირი ტვირთით, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა წესი, რომ ინფექციის შემოსვლა თავიდან ავირიდოთ. იმ ქვეყნებთან რომლებთანაც ჩვენ საზღვარი გვაქვს, ყველგან ეპიდსიტუაცია დაძაბულია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა