ამირან გამყრელიძე - ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან 15 საავადმყოფოში, 30 კი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მონაცემებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან კოვიდ ინფექცია 15 ადამიანს აქვს დადასტურებული.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლასტერის 100-მდე კონტაქტია შესწავლილი.

„საბურთალოს კლასტერის 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ და კიდევ მიმდინარეობს ეს კვლევები. ამ კლასტერში სულ დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა და გარდა იმისა, რომ ეს 15 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში, ასევე, 30 ამ კლასტერიდან გადაყვანილია საკარანტინო სივრცეებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მაღაზიაში გასვლა დაუშვებელია.

„თუ ადამიანი არის თვითიზოლაციაში, მისი გასვლა წარმოუდგენელია. ეს კონტროლდება და უნდა კონტროლდებოდეს. როგორც გითხარით საბურთალოს კლასტერიდან დიდი ნაწილი - 15 საავადმყოფოში, 30 კი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი. 20 ადამიანი "საბურთალოს კლასტერიდან" გადაყვანილია ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებლებაში დამატებით კვლევისთვის, ჯერ იქ დადგენილი არ არის პოზიტიურები არიან თუ არა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა