სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პოლიციამ თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომიტინგეებმა, რომლებიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, საგზაო ნიშნები და პლასტმასის ბარიერები დაახვავეს და ცეცხლი წაუკიდეს, ზოგიერთმა მათგანმა ახლომდებარე შენობიდან ამერიკის დროშა ჩამოხსნა და ცეცხლი წაუკიდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, დაკავების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს მიბჯენილი. ისმის დაკავებულის ხმა : „ვკვდები, ვერ ვსუნთქავ“. მოგვიანებით გონდაკარგული ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იხილეთ ვიდეო: პოლიციამ თეთრ სახლთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა