ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები დაემატა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 11 ახალი პაციენტიდან, 3 ბოლნისიდან, დანარჩენი კი საბურთალოს "კლასტერიდანაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

"ბოქსირებულ სექტორში არის 43 პაციენტია. მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 29. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი. გუშინ დაემატა 11 ახალი პაციენტი, აქედან 4-ს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში და დანარჩენი გადმოვიდა დადასტურებული დიაგნოზით. ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო. იგი დატვირთულია ანამზენით. ასევე, კლინიკაში მყოფი 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას," -განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს