დედოფლისწყაროელ მძღოლთან კონტაქტში მყოფ არც ერთ პირს covid 19 არ დაუდასტურდა

დედოფლისწყაროელ მძღოლთან კონტაქტში მყოფ არც ერთ პირს covid 19 არ დაუდასტურდა. 10 პირის კვლევის პასუხი ლუგარის ცენტრიდან დღეს გახდა ცნობილი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს, 54 წლის მამაკაცს „პისიარ“ ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი არც ერთი პირის ბიოლოგიურმა ნიმუშმა ამ ეტაპზე კორონავირუსზე დადებითი პასუხი არ აჩვენა.

„კონტაქტები იყო ძალიან მცირე, ის კარგად იცავდა თვითიზოლაციას. ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია. ამის მიუხედავად, მისი ოჯახის წევრებს მაინც გადავიყვანთ კარანტინში და დაველოდებით ორი კვირის გასვლას. ეს შემთხვევა არის იმპორტირებული რუსეთიდან, ეპიდემიოლოგიურად, არ ითვლება ადგილზე დაფიქსირებულად, ანუ კახეთი მაინც რჩება მწვანე ზონად“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა