დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის 723 დადასტურებული შემთხვევის დროს, 0-დან 19-წლამდე ასაკის 104 პაციენტი ფიქსირდებოდა. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მათგან 0-დან -14 წლამდე მოზარდი არის 72, ხოლო 15-დან - 19-წლამდე ასაკის - 32 პაციენტი.
"გაანალიზებული მაქვს ის მონაცემები, როცა შემთხვევათა ოდენობა იყო 723. 0-14 წლამდე ეს შეადგენს შემთხვევათა 10%-ს , 15-დან -19 წლამდე კი 4.5%-ს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 794-ს შეადგენს.