ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპისთვის დახმარება გაცემულია 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო

ამ ეტაპისთვის ჩვენ დახმარება უკვე გაცემული გვაქვს 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი. ეს თანხობრივი მოცულობით შეადგენს, 14 000 000 ლარზე მეტს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, ამ დროისათვის 31 000-ზე მეტი თვითდასაქმებულმა მიმართა სამინისტროს დახმარებისთვის და მათზე ჯამურად უკვე 15 000 000 ლარზე მეტი გაიცა. მისივე თქმით, სოციალური დახმარება მაისის თვის მონაცემებით სრულად არის ჩარიცხული.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ დახმარება უკვე გაცემული გვაქვს 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და ეს თანხობრივი მოცულობით შეადგენს, 14 000 000 ლარზე მეტს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებმაც მოგვმართეს ეს არის, 31 000-ზე მეტი მოქალაქე და მათ მიმართ გაცემული ფულადი დახმარების ჯამური მოცულობა არის, 15 000 000 ლარზე მეტი, ხოლო სოციალური დამხარებები მაისის თვის მონაცემებით არის სრულად ჩარიცხული იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ დახმარების სექტორში მოხვდნენ და ესენი არიან 65-დან 100 000 ქულამდე შუალედში მყოფი მოქალაქეები, ასევე ის ოჯახები, რომლებსაც შშმ ბავშვები ყავთ და ის მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც მოხვდნენ ამ სეგმენტში. მონაცემების დამუშავება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, კომისია, განიხილავს დამატებით შემოსულ საბუთებს, 1 ივლისამდე გაგრძელდება დოკუმენტაციის მიღება, რომელსაც კომისია ეტაპობრივად განიხილავს და შესაბამისად მოხდება ეტაპობრივი გადარიცხვები. რაც შეეხება დაგვიანებებს, მოცულობა იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებს დიდია და შესაბამისად კომისიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ დახმარება იყოს დროული და შეუფერხებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დახმარება 72 000 ათასზე მეტმა სამსახურის გარეშე დარჩენილმა და 31 000 თვითდასაქმებულმა მიიღო

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ