დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე  მოემსახურებიან

დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

წულუკიანის თქმით, აღნიშნული სერვისი იმუშავებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

„იმისათვის, რომ ამ სამ იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოხვდეთ, აუცილებელი იქნება მოქალაქის პორტალი my.gov.ge ანუ ჯავშნის სისტემა. ეს საშუალებას მისცემს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ვერ ახერხებს იუისტიციის სახლში მოხვედრას, ამ სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც. ხუთენოვანი პორტალი my.gov.ge, რომელიც მუშაობს ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი ამ სერვისთან დაკავშირებით და თუკი იქნება ეს სერვისი მოთხოვნადი, პანდემიის დასრულების შემდეგაც ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ეს სერვისი მომავალშიც შევინარჩნოთ. ყველა სერვისის მიღებისას, იქნება ეს იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები თუ სანოტარო ბიუროები, პირბადე და სხვა ის პირობები, რაც დაგვიდგინა ჯანდაცვის სამინისტრომ იქნება როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე მომსვლელი მოქალაქისთვის სავალდებულო“, - განაცხადა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო: დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი