დონალდ ტრამპი გუბერნატორებს - მოგიწევთ უპირატესობა მოიპოვოთ, თუ არადა იდიოტების ჯგუფს დაემსგავსებით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გუბერნატორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

როგორც CNN-ი იუწყება, პრეზიდენტმა გუბერნატორებს მოუწოდა, ძალადობრივი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აგრესიული ტაქტიკა გამოიყენონ.

„მოგიწევთ უპირატესობა მოიპოვოთ. თუკი ვერ დაიმორჩილებთ სიტუაციას, დროს დაკარგავთ. ისინი ცდილობენ გაჯობონ, თქვენ კი იდიოტების ჯგუფს დაემსგავსებით. თქვენ უნდა დააპატიმროთ და გაასამართლოთ ხალხი“, - განუცხადა ტრამპმა გუბერნატორებს.

საუბარს სამართალდამცავი და ეროვნული უშიშროების უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტრამპმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ძალადობა „რადიკალი მემარცხენეების“ მიერ არის წამოწყებული.

„ეს მოძრაობაა, თუკი მას არ შეამცირებთ, ის სულ უფრო უარესი გახდება. ის წარმატებული მხოლოდ მაშინ არის, როცა თქვენ სუსტები ხართ“, - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკვე ერთი კვირაა აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა