ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის ჩაკეტვა არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის ჩაკეტვა არ იგეგმება. ამის შესახებ ზახაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შესაბამის კითხვას.

მან ასევე ისაუბრა „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებითაც. ზახაშვილის განცხადებით, ამ კლასტერთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია.

„კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში, სადაც ისინი ზედამხედველობის ქვეშ არიან. აწარმოებენ ჯანმრთელობის თვითმონიტორინგს და ნებისმიერი სიმპტომის გამოხატვისთანავე მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია, შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა