რუსლან აბაშიძე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაში თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის მოადგილეები გურამ მისაბიშვილი, დავით მიქავა, გიორგი ბულისკერია, სააგენტოს დირექტორის მოადგილეები დავით გურამიშვილი და გიორგი მანჯავიძე მონაწილეობდნენ.

მათი ცნობით, შეხვედრაზე დევნილთა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივები.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა